|
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ წარდგენილმა პროექტმა - “თანამედროვე ხელოვნების ბაზარი” გაიმარჯვა “საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდამჭერ” კონკურსში. კონკურსი, რომელსაც სსიპ შემოქმედებითი საქართველო ახორციელებს, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერებას, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. გამარჯვებული პროექტის მიზანია გამოიკვლიოს, თუ რამდენად პასუხობს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ბაზარზე კერძო გალერეათა მიერ ხელოვნების ნაწარმოებების მიწოდება დაინტერესებულ პირთა მოთხოვნას. პროექტის დასასრულს (01/03/2021) ფართო საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო აუდიტორიას კვლევის შედეგებთან ერთად წარედგინება სარკომენდაციო პაკეტი გუნდი:პროექტის მენეჯერი, თანამედროვე ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - თამარ ბახტაძე პროექტის კოორდინატორი, ხელოვნების ისტორიის და თეორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ნატალია ნიქაცაძე კონსულტანტი, სოციოლოგი - ლელა ჯავახიშვილი კონსულტანტი, თანამედროვე ხელოვნების და კულტურის პოლიტიკის მკვლევარი - ნიკოლოზ ნადირაშვილი |