ENG


საერთაშორისო არტ-კამპუსი დრეზდენი 2021, ალეკო ადამიას სტიპენდია! კონკურსი!!!

8 / 01 / 2021

 
2021 წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, „საერთაშორისო არტ-კამპუსი“ დრეზდენში - ფესტივალის „Palais Sommer“ ფარგლებში პირველად ჩატარდება და მოიცავს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას. წარმოდგენილი იქნება 16 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: გერმანია, საქართველო, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, ფინეთი, უკრაინა.
სამი კვირის განმავლობაში მხატვრები იმუშავებენ პლენერზე და ჩაერთვებიან არაერთ სახელოვნებო აქტივობაში. პლენერის დასასრულს, იაპონური სასახლის ბაღში არსებულ წითელ კედელზე მოეწყობა გამოფენა „კულტურა სინქრონი", რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის - ალეკო ადამიას მიერ და რომლის ინიციატივითაც, მისი სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები წლების განმავლობაში იღებენ მონაწილეობას

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების მე-IV კურსის სტუდენტთათვის. კონკურსში გამარჯებული ორი სტუდენტისთვის არტ-კამპუსში მონაწილეობისათვის საჭირო ყველა ხარჯი ანაზღაურებული იქნება კამპუსის მიერ.
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები, შემდეგ ისინი გაივლიან გასაუბრებას პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელებთან, მარიამ შაქარაშვილთან და ბექა საყვარელიძესთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადააგზავნოთ თქვენი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ფერწერული ნამუშევარი ან მთლიანი პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე Shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 13 იანვარი
გისურვებთ წარმატებას!шаблоны для dle 11.2