ENG


საერთაშორისო არტ კამპუსი დრეზდენი 2021. გამარჯვებულები

15 / 01 / 2021

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებმა - ანა ნიქაბაძემ და ქართლოს ბიკაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში და 2021 წლის აგვისტოში გაემგზავრებიან დრეზდენის საერთაშორისო არტ-კამპუსზე მონაწილეობის მისაღებად.

ისინი მათ ხელმძღვანელებთან, მარიამ შაქარაშვილთან და ბექა საყვარელიძესთან ერთად წარადგენენ საქართველოს. 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, „საერთაშორისო არტ-კამპუსი“ პირველად ჩატარდება დრეზდენში - ფესტივალის „Palais Sommer“-ის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას. წარმოდგენილი იქნება 16 მხატვარი მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნიდან: გერმანია, საქართველო, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, ფინეთი, უკრაინა.სამი კვირის განმავლობაში, მხატვრები იმუშავებენ პლენერზე და ჩაერთვებიან სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობაში. პლენერის დასასრულს იაპონური სასახლის ბაღში არსებულ წითელ კედელზე მოეწყობა ექსპოზიცია გამოფენა „კულტურა სინქრონის“ ფარგლებში, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის, ალეკო ადამიას მიერ და რომლის ინიციატივითაც, მისი სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უკვე წლებია იღებენ მონაწილეობასшаблоны для dle 11.2