ENG


დოქტორანტებისა და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!!!!

5 / 03 / 2021

 
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანი:
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა. დეტალური ინფორმაციისთვის, მითითებული ბმულის გამოყენებით ესტუმრეთ სამეცნიერო ფონდის ვებგვერდსшаблоны для dle 11.2