ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტებისთვის, ავსტრია.

19 / 03 / 2021

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების  სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2021/2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის, ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში - Catholic Private University Linz. სემესტრის ხანგრძლივობა: 4 ოქტომბერი, 2021 – 30 იანვარი, 2022. (იხ. საერთაშორისო სემესტრის დანართი KULIS).
 
გთხოვთ  რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV  
·         ნიშნების ფურცელი
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
აპლიკაციის დედლაინი: 30 აპრილი, 2021
 
საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი - მარიამ მიქაძე, mariam.mikadze@art.edu.ge, 599181716
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
  • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების  კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
  • მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
  • ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ავსტრიის საკონსულოში ქ. ბაქოში
  • პანდემიის პირობებში,  ქ. ბაქოში განთავსებული ავსტრიის საკონსულოს არფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ავსტრიის საკონსულოში ქ. სტანბულში
  • ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს სავიზო  და სხვა აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
  • პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში
шаблоны для dle 11.2