ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! ღია კარის დღე!

23 / 03 / 2021

 
პარასკევს, 26 მარტს, 12 საათიდან, სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართება ღია კარის დღე ონლაინ (Live) რეჟიმში.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოისმინოს აკადემიის სასურველ ფაკულტეტზე (სახვითი ხელოვნება, დიზაინი, მედია ხელოვნება, არქიტექტურა, ხელოვნების ისტორია/რესტავრაცია) ჩაბარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეხვედრას წარუძღვებიან: ფაკულტეტების დეკანები/ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
თუ გეგმავ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას, შემოგვიერთდი ღია კარის დღეზე!
გისურვებთ წარმატებასшаблоны для dle 11.2