|
თსსა-ს "ლურჯი სუფრა" - კვლევითი ლაბორატორიის პროექტის მიზანია ისტორიული ქართული ტექსტილის "ლურჯი სუფრის" ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება, "ლურჯი სუფრის" ტრადიციის როგორც კუტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტექსტილის რესტავრაციის დარგის განვითარება, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა შიდა ქართლის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, პანკისის რეგიონებში, რეგიონებში მცხოვრებ ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა, რეგიონების მუნიციპალიტეტების, თსსა პროფესორების და სტუდენტთა ჩართულობით. პროქტი მოიცავს: საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგებს, სემინარებს ვორქშოფებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს; ლაივ კონფერენციას თსსა-ში, პროექტის მსვლელობისას შექმნილი ნამუშევრების პუბლიკაციას. პროექტის ჯგუფი: ხელმძღვანელი - პროფ. თ. კლდიაშვილი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, ‘ლურჯი სუფრის’ კვლევითი ლაბორატორიის უფროსი; კოორდინატორი - მაია ყიფიანი, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ერასმუს კოორდინატორი; ვებინარებს - სემინარებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს გაუძღვებიან თსსა პროფესორები - თ. კლდიაშვილი, ნ. მგალობლიშვილი, ი. საგანელიძე, ქ. მატაბელი, ე. გეგუჩაძე, და ტექსტილის დარგის სპეციალისტები თსს აკადემიიდან, და თსს აკადემიის მიმართულების კურსდამთავრებული წარმატებული ტექსტილის დიზაინერები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტექსტილის დარგის სპეციალისტები. |