ENG


ერასმუს სტუდენტთა მობილობის კონკურსი, საფრანგეთი

29 / 03 / 2021

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის   სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის,  საფრანგეთის პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში - Ecole Nationale Supérieure d'Arts de Paris-Cergy (ENSAPC)  
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ფრანგული ენის სერტიფიკატი  B2, ან ფრანგული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 აპრილი, 2021
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე  anamikeladze@hotmail.com, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         მობილობის განხორციელება დაგეგმილია საფრანგეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
·         საფრანგეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ.
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში
 
 шаблоны для dle 11.2