ENG


განათლების გამოფენა - აირჩიე საფრანგეთი

31 / 03 / 2021

 
3 აპრილს გაიმართება განათლების ონლაინ გამოფენა, რომელიც საფრანგეთში სწავლას მიეძღვნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს Beaux-arts Nantes Saint-Nazaire3is- International Institute of Image & Sound და  EICAR, The International Film and Television School, Paris სხვა 35 მდე უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დღესვე დარეგისტრირდნენ სპეციალურ ონლაინ ვებგვერდზე და დაჯავშნონ ინდივიდუალური შეხვედრები სასურველ სასწავლებლებთან.   ღონისძიება 3 აპრილს გაიმართება. პარალელურ რეჟიმში იქნება ვებინარი სახელოვნებო სასწავლებლების შესახებ, დეტალურ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვედრზე.

ძალიან გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენს სტუდენტებს შორის, ფრანგული ენის ცოდნა არ არის სავალდებულო.

იხილეთ ტექსტი.

2021 წლის 3 აპრილს, შაბათს, სააგენტო კამპუს ფრანსის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგული უნივერსიტეტების მონაწილეობით გაიმართება განათლების ვირტუალური გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“, რომელიც საფრანგეთში სწავლას მიეძღვნება.
 
სტუდენტური გამოფენა 11:00-დან 18:00 საათამდე, (თბილისის დროით) გაიმართება და მასში 35-მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ისეთი პრესტიჟული სასწავლებლები, როგორიცაა : Ecole Polytechnique, Université Paris Saclay, Université Lyon1, Université Lyon 2, Université Rennes 1, Université Bourgogne Franche-Comté, უმაღლესი საინჟინრო სკოლები, კულინარიის სკოლა INSTITUT PAUL BOCUSEBeaux-arts Nantes Saint-Nazaire, 3is- International Institute of Image & Sound და  EICAR, The International Film and Television School, Paris ფრანგული ენის სასწავლო ცენტრები და სხვა.
 
გამოფენაში მონაწილეობა უფასოა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ფრანგული დაწესებულებების ვირტუალური სტენდები და დანიშნონ 10 წუთიანი შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩარიცხვის პროცედურებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე და ა.შ.  
სასაუბრო ენა : ინგლისური და ფრანგული, პარალელურად, Campus France Georgia და უნივერსიტეტები წარმოგიდგენენ ვებინარს საფრანგეთში სწავლის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. 
ღონისძიების  სარეგისტრაციო  ბმული 

шаблоны для dle 11.2