|
ერასმუს სტუდენტთა მობილობის კონკურსი, ზალცბურგი, ავსტრია. ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების, და მედია ხელოვნების მულტიმედიია მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Salzburg University of Applied Sciences აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: · CV . პორტფოლიო ინგლისურ ენაზე · ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) · მოტივაციის წერილი · ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ანდა ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ. დედლაინი: 15 აპრილი, 2021 საკონტაქტო პირი: · ნატა ნიკოლეიშვილი (დიზაინის ფაკ.) nata.nikoleishvili@art.edu.ge, nato.mamukelashvili@art.edu.ge, 593799960 · ქეთი კვირიკაძე (მედია ხელ. ფაკ.) ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: · ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი · მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით · ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. სტანბულში · ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ. . პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში |