|
პარტნიორი ინსტიტუტის აუცილებელი მოთხოვნა: გამოცხადებული თემების შესაბამისი CV და აქტივობები, ინგლისური ენის კარგად ფლობა. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს გთხოვთ კოორდინატორთან წარმოადგინოთ: · CV ინგლისურ ენაზე, . ვორქშოფის აღწერა ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს ერთი გვერდისა), გაწერილი 5 სამუშაო დღეზე (პრეზენტაცია, ვორქშოფი და პრაქტიკული მუშაობა სტუდენტებთან, შექმნილი ნამუშევრების დასკვნითი გამოფენა) . ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი . პასპორტის ასლი დედლაინი: 1 ივნისი, 2021 საკონტაქტო პირი: მაია ყიფიანი, maya.kipiani@art.edu.ge აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: · მობილობის განხორციელება დაგეგმილია ესპანეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით · საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ესპანეთში უვიზოდ შესვლის და დარჩენის უფლება არაუმეტეს 90 დღისა წელიწადში · აკადემიური პერსონალი ვალდებულია თავის თავზე აიღოს ყველა აუცილებელი ხარჯი (მგზავრობა, სასტუმრო, სამგზავრო დაზღვევა) მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ესპანეთში ჩასვლის შემდეგ. . პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ აკადემიური პერსონალი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში |