ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე - 2021

27 / 04 / 2021

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 28 აპრილიდან 5 ივნისის ჩათვლით.

ელექტრონულად აბიტურიენტის მიერ, თსსა ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ, აბიტურიენტს პირველადი რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდვიდუალური ციფრული კოდი. ამ კოდის მიხედვით თითოეული აბიტურიენტი იგებს კონკურსზე გასვლის თარიღს და ასევე გამოცდის შედეგებს. აბიტურიენტისთვის ინდივიდუალური ციფრული კოდი წარმოადგენს რეგისტრაციის ნომერს, რომელიც მას ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.

გაითვალისწინეთ, მეილი შესაძლოა მოვიდეს სპამში. აუცილებელია შეინახოთ გამოგზავნილი ციფრული კოდი შემდგომი გამოყენებისთვის.


დამატებითი მოსანიშნი ველი არქიტექტურის პროგრამებზე ჩამბარებელთათვის!

იმ აბიტურიენტთა საყურადღებოდ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ჩააბარონ არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურისა და გარემო დიზაინის პროგრამებზე, ონლაინ რეგისტრაციის გავლის დროს, ასევე უნდა მონიშნონ აღნიშნული პროგრამა, რეგისტრაციის ფორმის ამ სპეციალურ ველში, ან დატოვონ უკვე მონიშნული ველი - “არ ვაპირებ ჩაბარებას აღნიშნულ პროგრამაზე” და გააგრძელონ რეგისტრაცია.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე


იხ. თსსა აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული (27.04.2021 წლის ოქმი N32) შემოქმედებითი ტურის დებულება


აბიტურიენტმა შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის თანხა 20 ლარი, უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის დასრულებამდე. აუცილებელია თანხის გადარიცხვის დროს მითითებული იყოს აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადობის ნომერი.


აკადემიის საბანკო რეკვიზიტები: (ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289


ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შესაძებელია შემოქმედებითი ტურის დებულებაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. განახლებული ინფორმაცია დაიდება თსსა ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.art.edu.ge) და თსსა-ს ფეისბუქ გვერდებზე.

шаблоны для dle 11.2