|
მიმდინარე წლის 4-8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისს, ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში წყდება სასწავლო პროცესი - როგორც დისტანციური, ასევე აუდიტორიული. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა სემესტრის ვადების კორექტირება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამხატვრო აკადემიაში დაგეგმილი შემოქმედებითი ტურის თარიღი (2021 წლის 14-18 ივნისი) შესაძლოა ასევე კორექტირდეს, ქვეყანაში იმ პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. გაეცანით ბრძანებას გთხოვთ ადევნოთ თვალი სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდს და ფეისბუქის გვერდს. გისურვებთ წარმატებას! |