|
თსსა-ში შემოქმედებითი ტური გაიმართება 14, 15, 16 და 17 ივნისს. აპელაცია ჩატარდება 19 ივნისს. რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ, 5 ივნისს, თსსა-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება აბიტურიენტების სია (საინდენტიფიკაციო ნომრის მითითებით), გამოცდის ჩატარების თარიღთან ერთად. რის შემდეგ აბიტურიენტი მითითებულ რიცხვში და დროს გამოცხადდება თსსა-ში შემოქმედებით ტურზე. 1. აბიტურიენტი თსსა საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 8 საათზე და გაიაროს გამოცდისწინა რეგისტრაცია. გამოცდისწინა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში შემოქმედებით ტურზე - გამოცდაზე არ დაიშვება და ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. 2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს: • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი; • გამოცხადდეს საგამოცო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - 3 ცალი პირპადე. 3. გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს: • ფანქარი (მხოლოდ შავი); • საშლელი; • სახატავი დაფა 70X50 სმ, დაზიანებების გარეშე, რათა არ გამოიწვიოს სახატავი ფორმატის დეფორმირება/დაზიანება; ● სახატავი ფორმატის დასამაგრებლად შესაბამისი რაოდენობის ფურცლის სამაგრი (ჭიკარტი). თუ აბიტურიენტი არის შშმ ან/და სსსმ პირია და საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, მან წერილობით უნდა მიმართოს საგამოცდო ოფისს გამოცდის თარიღამდე 2 დღით ადრე და წარადგინოს სათანადო სამედიცინო ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს წარმატებას გისურვებთ!!! |