|
ეროვნული გალერეისა (სივრცე 1, სივრცე 2, სივრცე 3, სივრცე 4, სივრცე 5, სივრცე 6, სივრცე 7) და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში გამოფენის მოწყობის მიზნით, პროექტის წარმოდგენის საშუალება აქვს თავად ავტორს, ავტორთა ჯგუფს, პროექტის კურატორსა და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს (არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე). განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამოფენის მხატვრული, ისტორიული ან შემეცნებითი მნიშვნელობა; გამოფენის კონცეფციის ორიგინალურობა და კრეატიულობა; ავტორის ჩანაფიქრის სათანადოდ აღქმისა და შეფასების უნარის განვითარება მაღალი მხატვრული ღირებულების ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნაწარმოებთა ეფექტურად, ორიგინალურად ექსპონირების მეშვეობით; ფართო აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება. პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს და საკურატორო გამოფენებს. არ განიხილება გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე, რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად. საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ საგამოფენო კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 6 ივლისიდან 2021 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად - exhibition@museum.geან მატერიალური სახით მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ 11. სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა 10:00-17:30 საათები სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ნომრებზე: 599253823, 577784944, 593478164. დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო ფორმის, პირობებისა და სხვა პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია თანდართულ ბმულზე: https://cutt.ly/LmcI87x |