ENG


სტუდენტთა საყურადღებოდ!!! სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

17 / 07 / 2021

 
მიმდინარე წლის 29 ივლისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მომართვის საფუძველზე ჩატარდება აღნიშნული დაწესებულების სტუდენტური თვითმმართველობის (მათ შორის ფაკულტეტებზე და წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში სტუდენტთა)  არჩევნები ონლაინ რეჟიმში. არჩევნების ონლაინ პლატფორმის ლინკი განთავსდება არჩევნების დღეს აკადემიის ოფიციალურ ვებ. გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე, ასევე დაეგზავნებათ სტუდენტებს ელ. ფოსტაზე, შესაბამისად, გთხოვთ, ადევნოთ თვალი.
ასევე გაითვალისწინოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელია თსსა აქტიური სტატუსის სტუდენტმა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არჩევნების დღეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, ხმის მიცემა შესაძლებელია, როგორც კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით (ე.წ. სმარტფონი).
არჩევნებში, კანდიდატად მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ საფოსტო მისამართზე:  gsoa.international@gmail.com მიმდინარე წლის 27 ივლისის 20:00 საათამდე.
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა:
  • სტუდენტის მიმართვა ასოციაციის სახელზე ფაკულტეტის მითითებით;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • მიმართვის წერილს თან უნდა ერთოდეს ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.
არჩვენების მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ან/და რაიმე სახის განცხადების თაობაზე, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 595040808.шаблоны для dle 11.2