ENG


პირველკურსელთა საყურადღებოდ!!!

31 / 08 / 2021

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულმა აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი).
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
● სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი).
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
● სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
● გადახდის ქვითარი (სრული თანხის 50% - 1125 ლარი. გრანტის შემთხვევაში - შესაბამიდი თანხის ნახევარი)
● 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
 
პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:
ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება.

სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის დაიწყება 2021 წლის 4 ოქტომბერს.

პირველკურსელთა სიები შიდა დაფინანსებით გამოქვეყნდება რეგისტრაციის დაწყებამდე.

რეგისტრაციის თარიღი გამოქვეყნდება განათლების გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ოფიციალური ჩარიცხვის დოკუმენტის მიღების შემდეგ.

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:
(ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტებს:

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი:   558 33 30 17 ან 555 93 94 08
მედიახელოვნების ფაკულტეტი:   595 71 78 20
არქიტექტურის ფაკულტეტი:  599 99 63 26 ან 551 78 38 11
დიზაინის ფაკულტეტი:   599 20 14 72
რესტავრაცია, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი:  599 18 17 16
шаблоны для dle 11.2