|
Unesco-ს 2020-2021 მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი - “ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის”! სამხატვრო აკადემიის კვლევითი ლაბორატორიის პროექტის - “ლურჯი სუფრა” მიზანია, ისტორიული ქართული ტექსტილის ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება, უნიკალური ტრადიციის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტექსტილის რესტავრაციის დარგის განვითარება. ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა: შიდა ქართლის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, პანკისის რეგიონებში, იქ მცხოვრებ ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, თსსა პროფესორების და სტუდენტთა ჩართულობით. გამარჯვებული პროქტი მოიცავს: საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგებს, სემინარებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს, ლაივ კონფერენციას სამხატვრო აკადემიაში. პროექტის ჯგუფი: ხელმძღვანელი - პროფ. თ. კლდიაშვილი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, “ლურჯი სუფრის” კვლევითი ლაბორატორიის უფროსი; კოორდინატორი - მაია ყიფიანი, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ერასმუს კოორდინატორი; ვებინარებს - სემინარებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს გაუძღვებიან თსსა პროფესორები - თ. კლდიაშვილი, ნ. მგალობლიშვილი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი - ი. საგანელიძე, ასევე ქ. მატაბელი, ე. გეგუჩაძე, და ტექსტილის დარგის სპეციალისტები თსს აკადემიიდან და თსს აკადემიის დიზაინის მიმართულების კურსდამთავრებული და წარმატებული ტექსტილის დიზაინერები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის და სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” წარმომადგენლები. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენციაზე მონაწილეობის ფორმა განისაზღვრა დასწრება/ დისტანციური (ანუ შერეული ფორმატით, როგორც ონლაინ, ისე უშუალო დასწრებით), მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ თანდართულ ბმულზე გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაზე უშუალოდ დასწრების შემთხვევაში, აუცილებელია სრული აცრა ან პისიარ ტესტის ცნობის წარდგენა! |