ENG


პირველკურსელთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია!

8 / 09 / 2021

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეგისტრაცია იწარმოებს 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით 11:00 - 15:00 საათამდე.. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22, საკონტაქტო ტელეფონი: 591028771

აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები
:
 
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

4. 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

5. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (აბიტურიენტმა სწავლის წლიური, მთლიანი საფასურის (2250 ლარი) ნახევარი (1125 ლარი) უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის მიმდინარეობისას. 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის შემთხვევაში, აბიტურიენტი სწავლის საფასურს იხდის პროცენტის შესაბამისად (სემესტრში 70% → 337.50 ლარი და 50% → 562.50 ლარი).

6. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

7. ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული ხელშეკრულების ფორმა ორ ეგზემპლარად.

გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, (არ შესრულებია 18 წელი), თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ხელშეკრულებას აფორმებს მისი მშობლი ან მისი მინდობილი პირი (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული).
 
(ჩამოტვირთეთ ხელშეკრულების ფორმა და შეავსეთ ორ ეგზემპლარად, რომ აკადემიაში რეგისტრაციის დროს წარმოადგინოთ რიგ საბუთებთან ერთად, (არასრულწლოვანის შემთხვევაში ხელშეკრულებას ავსებს აბიტურიენტის მშობელი ან მისი მინდობილი პირი, რომელიც უნდა ახლდეს აბიტურიენტს აკადემიაში რეგისტრაციაზე მოსვლის დროს).

ფაკულტეტების და საბაკალავრო პროგრამების დასახელებები გადაამოწმეთ ამ PDF ფაილში: https://drive.google.com/file/d/14k8O-kcPvlfFGO75UwSD13A88wEW2F1r/view?usp=sharing

ჩამოტვირთეთ ხელშეკრულების PDF ფაილი:
https://drive.google.com/file/d/1-mGkK5_zj7tFiDGJtjine00AIkjHqMrH/view?usp=sharing

გთხოვთ აბიტურიენტებმა 13 სექტემბრამდე, გაიაროთ წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია: https://old.old.art.edu.ge/form/view.php?id=18128

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289


კოვიდ რეგულაციების შესაბამისად აკადემიაში შესვლა განხორციელდება რიგითობით აკადემიის პერსონალის მითითების შესაბამისად, შესვლისას ხდება დეზობარიერისა და თერმოსკრინიგის გავლა; დაცული უნდა იყოს 2 მეტრიანი დისტანცია და ყველა პირი ვალდებულია ატაროს პირბადე.шаблоны для dle 11.2