ENG


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგრანტო კონკურსში აკადემიის პროექტმა გაიმარჯვა

22 / 09 / 2021

 
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებულ პროექტთა შორის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორი პროექტიც მოხვდა. მათ შორისაა არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, არქიტექტურის დოქტორის - მედეა აბულაძის პროექტი“ქუთაისი - ქალაქგეგმარებითი მემკვიდრეობა“.

წიგნის განხილვის საგანს წარმოადგენს ქუთაისის არქიტექტურულ-გეგმარებითი განვითარების ეტაპების ანალიზი, გრაფიკულ მასალაში შემორჩენილი ქალაქის ისტორიის წარმოჩენა, წინამორბედი ნაშრომების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

მედეა აბულაძემ თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტში „საქქალაქმშენსახპროექტი“, სადაც იმუშავა უწყვეტად 2001 წლამდე - რიგითი არქიტექტორიდან პროექტის მთავარი არქიტექტორის პოზიციამდე. მედეა აბულაძე მრავალი არქიტექტურული პროექტის ავტორი და არაერთი სამეცნიერო კონფერენციის და არქიტექტურული კონკურსის მონაწილეა. 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2007 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ასისტენტ პროფესორის პოზიციაზე шаблоны для dle 11.2