|
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz წარსადგენი დოკუმენტაცია: (ინგლისურ ენაზე) · პორტფოლიო . CV, · ნიშნების ფურცელი · სამოტივაციო წერილი სარეკომენდაციო წერილი · ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2 , ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ. აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში საბუთების მიღება დაიწყება 20 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 30 ოქტომბრამდე 2021 საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: · ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი · მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით · ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არ ფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. სტანბულში · Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ. . პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში |