|
თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი 14 აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის არტისტერიუმის 2021 წლის ძირითად გამოფენაში, სახელწოდებით „მე, ხელოვანი“, მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის პირობები გამოფენისთვის შეირჩევა 15 სტუდენტი; კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს; გამოფენა გაიხსნება 2021 წლის 28 ოქტომბერს და გაგრძელდება 7 ნოემბრამდე, თბილისის ისტორიის მუზეუმში; დაიბეჭდება გამოფენის კატალოგი, სადაც შევა გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები; საჭიროების შემთხვევაში, არტისტერიუმი დაეხმარება მონაწილეს ნამუშევრის წარმოებაში; გამოფენის მონაწილე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს პრეზენტაციების სერიაში (4-5 ნოემბერი) სადაც ის მაყურებლის წინაშე ისაუბრებს მიეს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევარზე (Artists Talks) და უპასუხებს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს; კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შევსებული განაცხადი გამოიგზავნოს მისამართეზე: contact@artisterium.org განაცხადის მიღების ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 15 ოქტომბრამდე, 24:00. განაცხადი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ სახელი და გვარი: მისამართი / მობ / ელფოსტა: ფაკულტეტი / კურსი: სამოტიცავიო წერილი: (არა უმეტეს 100 სიტყვისა.) სამოტივაციო წერილი უუნდა პასუხობდეს კითხვას: „რატომ მსურს არტისტერიუმში მონაწილეობა?“ ინფორმაცია პროექტისთვის შემოთავაზებული პროექტის შესახებ: (პროექტის აღწერა, არაუმეტეს 250 სიტყვისა) ნამუშევრების თემა, ისევე როგორც მედიუმი, თავისუფალია, თუმცა წარმოდგენილი პროექტი გარკვეულწილად უნდა პასუხობდეს გამოფენის - “მე, ხელოვანი“, კონცეფციას. „მე, ხელოვანი“ (გამოფენის კონცეფცია) პროექტი, „მე, ხელოვანი“, ეხმაურება გარდამავალ პერიოდს სტუდენტის ცხოვრებაში როდესაც ის იწყებს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და იმის გაცნობიერებას რომ ხელოვნება და კერძოდ, შემოქმედებითი პრაქტიკა მისი სამომავლო აქტივობის ძირითადი ასპარეზია. სხვა სიტყვებით, როდესაც ის საკუთარი თავის არტისტად, ხელოვანად მოაზრებას იწყებს. დღეს, ხელოვანის ერთ ერთი მთავარი მიზანი იმ მიდგომების ძიებაა, რომელიც ფართო საზოგადოებას თანადროული ეგზისტენციური, კულტურული და სოციო-პოლიტიკური პრობლემების შემოქმედებით, მხატვრულ გააზრებას და მათი გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს სთავაზობს. ამდენად, გამოფენისთვის „მე, ხელოვანი“ საინტერესოა ისეთი ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს მისი ავტორის მიერ დანახულ რეალობას და ნებისმიერ იმ პრობლემას, რომელიც მას ამ რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია. არტისტერიუმი 14 /202 |