ENG


სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

7 / 10 / 2021

 
ლექცია-სემინარი "ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შესახებ".

"RAISING AWARENESS ABOUT CLIMATE CHANGE INTERNATIONAL WORKSHOP - AN EXHIBITION OF STUDENTS AND YOUNG PROFESSIONAL DESIGNERS’ ARTWORKS IN TBILISI STATE ACADEMY OF ART”


გერმანიის  საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), თსსა - მედიახელოვნების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, 18-21 ოქტომბერს მართავს საერთაშორისო ლექცია-სემინარს თემაზე, "ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შესახებ".

სემინარის მიზანია შეიქმნას ნამუშევრები სხვადასხვა მედიაში კლიმატის ცვლილების შესახებ და მის შედეგებზე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს მოწვეული ჟიური. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

- სემინარს გაუძღვება პროექტის ავტორი და ინიციატორი - მაიკლ ლუკენი კლიმატის ცვლილების ექსპერტი - PhD

- ლექცია-სემინარი წარიმართება ინგლისურ ენაზე.


სემინარის თემაზე "ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შესახებ"  შექმნილი ნამუშევრების გამოფენის საზეიმო გახსნა და პრიზების გადაცემა დაგეგმილია პარასკევს, 22 ოქტომბერს 16:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია. მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნეთ - (სახელი, გვარი, ფაკულტეტი/მიმართილება/კურსი, ტელ. ნომერი ელ.მისამრთი). ketevan.kvirikadze@art.edu.ge

საკონტაქტო პირი: ქეთი კვირიკაძე, ketevan.kvirikadze@art.edu.ge Tel.: 599153339

ვრცლად სემინარის შესახებ ინფორმაცია და განრიგი იხილეთ თანდართულ PDF ფაილში.шаблоны для dle 11.2