ENG


თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ! პროექტი „კომიკ-არტი (ვიზუალური პოეზია)“

19 / 10 / 2021

 
”იძებნება 2 მწერალი და 2 მხატავრი“ პროექტის ფარგლებში, ჩატარდება ვორქშოფები და საინტერესო ლექციები. გამარჯვებული სტუდენტებისგან შეიკვრება გუნდი (2 მწერალი და 2 მხატვარი). გუნდის წევრები, კურატორების დახმარებით შექმნიან ილუსტრირებულ წიგნს. პროექტის და წიგნის თემატიკა არის საქართველოში, საოკუპაციო ხაზისპირა სოფლები და იქ განვითარებული მოვლენები. მონაწილეები გახდებიან ქართულ რეალობაზე შექმნილი კომიქსის ავტორები, რომლის ბეჭდური ვერსიაც გამოიცემა და საქართველოს სხვადასხვა სოფლებში დარიგდება.

წიგნზე მუშაობის დაწყებამდე მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ცნობილი ქართველი კინო-რეჟისორის და სცენარისტის - ნიკოლოზ ხომასურიძისგან და სხვა გამოცდილი არტისტებისგან.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროპროექტის პარტნიორი - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

პროექტის ხანგრძლივობა 2 თვეპროექტის ყველა მონაწილეს ექნება სიმბოლური ანაზღაურება და უზრუნველყოფილი იქნება ხატვისთვის საჭირო ყველა მასალით.

საკონტაქტო: 598551140
დაინტერესების შემთვევაში, 23 ოქტომბრამდე, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე  makecomicbook@gmail.com გადმოგვიგზავნეთ: მწერლებმა რეზიუმე და გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ნაშრომი, სადაც ნათლად ჩანს წერის სტილი. subject ველში მიუთითეთ „მწერლის პოზიცია“. მხატვრებმა მოცემული მინიატურებიდან უნდა აირჩონ ერთ-ერთი და არჩეულის მიხედვით შექმნან კომიქსი. მსურველებს შეუძლიათ ნამუშევარი შეასრულონ როგორც ციფრულად, ისე ფანქარში.  subject ველში მიუთითეთ „მხატვრის პოზიცია“

მინიატურები:
ნაწყვეტი კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „დავით აღმაშენებელი“: „უფლისწული წამოიჭრა, მუზარადი დაიხურა ცალ ხელში მახვილი აიღო ცალშიც ფსალმუნი შერჩა. სამი ხმალშემართული მხედარი შევიდა კარავში. გრძელწვერა შავ ხანჯლიანი ახმახი მიუძღოდათ წინ. მახარამ, უფლისწულის ბიძამ, რომელიც კარვის მცველად იყო იცნო “მუჰამედ გრძელი” და ანთებული მაშხალა ესროლა სახეში, ჩალმიანმა მოასწრო თავის გვერდით გადახრა, ხმალი გადაუქნია უფლისწულს, მაგრამ კარვის ძელზე მოცარულმა, დავითის მუზარადზე დაჰკვესა ფოლადმა. უფლისწულმა გამართა მკლავი და კარავში გაგორდა თეთრჩალმიანი თავი.“

შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი”: “მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელადმან გლახ იგინი გახადა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანეთსა დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად მეფე გაწყრა გაგულისდა ლაშქარიცა შეუზახნამან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა არცა ნახნა რა ზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცი კაცსა შემოსტყორცა როსტან ამად ივაგლახნა.”

ანჯეი საპკოვსკის „მხედვრი” (The Witcher): “ჩაიცუცქა, ისკუპა და გაუფრთხილებლად გადავიდა იერიშზე. მხედვარს მოგერიება არც უცდია, ხმლის წვერი სწრაფი ნახევარბრუნით აიცდინა. რაინდმა ფართოდ მოიქნია ხმალი, გერალტი მარჯვე პირუეტით გაძვრა ხმლის ქვეშ, და მსუბუქი ფინტით რაინდი რიტმიდან ამოაგდო. ტაილესმა შეიკურთხა, მარჯვნიდან წამოვიდა და დაკარგული წონასწორობის აღდგენა სცადა, ხმალი ტლანქად ზეაღმართული ეჭირა. მხედვარმა მეხის სიმძლავრით მოიქნია მახვილი, მკლავი ბოლომდე გაშალა და რაინდისას შეაგება. ტაილესის ხმლის საპირისპიროდ გაქნეულმა მძიმე მახვილმა გაიშხუილა და ისე მძლავრად ეძგერა რაინდისას, რომ მას საკუთარი ხმალი პირდაპირ სახეში მოხვდა. ტაილესმა დაიღმუვლა, მუხლებზე დაეცა და ბალახს შუბლით დაასკდა.“

არკადი და ბორის სტრუგაცკები "პიკნიკი გზის პირას": რედრიკ შუჰარტი იწვა საფლავის ქვის უკან, ცალი ხელით გადაეწია ცირცელის ტოტი და გზას გაჰყურებდა. საპატრულო მანქანის პროჟექტორები მოუსვენრად დაძრწოდნენ სასაფლაოზე და დროდადრო თვალებში სცემდნენ, ის კი პასუხად თვალებს ხუჭავდა და სუნთქვას იკავებდა. მან ფრთხილად დაუშვა ტოტი, მოაბრუნა თავი და მიაყურადა. სადღაც მარჯვნივ, შორიახლოს, იქვე, სასაფლაოზე კიდევ იყო ვიღაც სხვა. კვლავ გაიშრიალეს ფოთლებმა, თითქოს მიწამაც გაიღო ჩქამი, შემდეგ კი მსუბუქი ბრახუნით რაღაც მძიმე და მკვრივი დავარდა. რედრიკი ფრთხილად, მოუხედავად, სველ ბალახზე გართხმული გახოხდა უკან. თავსზემოდ კვლავ გადაისრიალა პროჟექტორის სხივმა. რედრიკმა თვალი მიაყოლა მის უხმო მოძრაობას და გაირინდა, მოეჩვენა, რომ ჯვრებს შორის, საფლავზე უძრავად ზის და მარმარილოს ობელისკს ეყუდება სავებში ჩაცმული ადამიანი თეტრი სახითა და თვალის შავი ღრმულებით.”

თავისუფალი არჩევანი
გისურვებთ წარმატებას! шаблоны для dle 11.2