ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე აღინიშნება. წელს პირველად, ეროვნული ბანკის ინიციატივით საფინანსო სექტორიც უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ასოციაციასა და ექვსი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.
ვრცელი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულსшаблоны для dle 11.2