|
ცხადდება
სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი
თსსა თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (1 ადგილი),
2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, საფრანგეთის პარიზის
ხელოვნების უმაღლეს სკოლაში - Ecole Nationale Supérieure d'Arts de
Paris-Cergy (ENSAPC). სწავლა მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე. აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე: · CV . პორტფოლიო · ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) · მოტივაციის წერილი · ფრანგული ენის სერტიფიკატი B2, ან ფრანგული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ. დედლაინი: 31 ოქტომბერი, 2021 საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე anamikeladze@hotmail.com, ana აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: · ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი · მობილობის განხორციელება დაგეგმილია საფრანგეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით · საფრანგეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში · ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ. . პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში |