ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების სკოლაში ( გრაფიკის და მოდის დიზაინის მიმართულებები)

20 / 10 / 2021

 
ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში- Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló,  http://www.easdcastello.org/, ქ. ვალენსიასთან ახლოს,     1 ადგილი-გრაფიკის მიმართულების სტუდენტისთვის და 1 ადგილი-მოდის დიზაინის მიმართულებისთვის,   2022 წლის საგაზაფხულო სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 10 ნოემბერი, 2021
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  anamikeladze@hotmail.comana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
ნატა ნიკოლეიშვილი, დიზაინის ფაკულტეტი  nata.nikoleishvili@art.edu.ge, 593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  ესპანეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·        ესპანეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  სტანბულში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ესპანეთის  ჩასვლის შემდეგ.
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში


шаблоны для dle 11.2