|
გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას N92/ნ 19 ოქტომბერი 2021 წ. ქ. თბილისი „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" (იხ. თანდართული ბმულები). ბრძანების დანართში, თითოეული საბაკალავრო პროგრამისათვის განსაზღვრულია ის სასკოლო საგანი/საგნები, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს: ა)მესამე ეროვნული გამოცდის სახით. ან ბ).სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ითვალისწინებს დიდ ინტერესს, რომელსაც ეს ცვლილებები იწვევს და მომავალ კვირას აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ღია კარის დღეს დისტანციურად ZOOM პლატფორმის გამოყენებით.გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ჩვენ ვებგვერდს და ფეისბუქ გვერდს, სადაც განთავსებული იქნება ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა, თარიღი და ჩატარების დრო. გისურვებთ წარმატებას! |