|
სამხატვრო აკადემიაში დასრულდა ლექცია-სემინარი ”ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შესახებ". "RAISING AWARENESS ABOUT CLIMATE CHANGE INTERNATIONAL WORKSHOP - AN EXHIBITION OF STUDENTS AND YOUNG PROFESSIONAL DESIGNERS’ ARTWORKS IN TBILISI STATE ACADEMY OF ART” სემინარი ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), თსსა - მედიახელოვნების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, 18-21 ოქტომბერს. სემინარის მიზანი იყო შექმნილიყო ნამუშევრები სხვადასხვა მედიაში - კლიმატის ცვლილების შესახებ და მის შედეგებზე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა მოწვეულმა ჟიურიმ. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები. სემინარს გაუძღვა პროექტის ავტორი და ინიციატორი - მაიკლ ლუკენი კლიმატის ცვლილების ექსპერტი - PhD 22 ოქტომბერს, სამხატვრო აკადემიაში, სემინარის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა |