|
ცხადდება სტუდენტთა ერთ სემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურისა და საბაკალავრო საფეხურის - IVე კურსის სტუდენტისთვის (2 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ლიხტენშტეინი, ვადუცი, Universität Liechtenstein, Fürst-Franz-Josef-Strasse, 9490 Vaduz, Liechtenstein წარსადგენი დოკუმენტაცია:(ინგლისურ ენაზე) პორტფოლიო CV ნიშნების ფურცელი სამოტივაციო წერილი სარეკომენდაციო წერილი ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ. აპლიკანტმა სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში დოკუმენტაციის მიღების deadline -ია 10/11/2021 18:00 საათი საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი მობილობის განხორციელება დაგეგმილია შვეიცარია, ლიხტენშტეინისა და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით ლიხტენშტეინის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში შვეიცარიის საელჩოში. Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ლიხტენშტეინში ჩასვლის შემდეგ. |