ENG


თსსა პედაგოგების საგანმანათლებლო/შემოქმედებითი ვორქშოფების სერია ესპანეთში

12 / 11 / 2021

 
25-29 ოქტომბერს, ესპანეთში, პალმას ხელოვნების უმაღლე სკოლაში - Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears, - თსსა პედაგოგებმა: ქეთევან მატაბელმა, ნინო მგალობლიშვილმა და თამარ მალაზონიამ აკადემიური პერსონალის ერასმუს მობილობის ფარგლებში, საგანმანათლებლო/შემოქმედებითი ვორქშოფების სერია ჩაატარეს.

”თეთრი ქრონოტოპი" სწრაფი პრაქტიკული კურსის ფორმატში გაიმართა. ვორქშოფი იყო უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტთათვის, რომელთაც უკვე ჰქონდათ მიღებული გარკვეული ცოდნა დიზაინის სფეროში და სურდათ გაეძლიერებინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი პრაქტიკული გამოცდილებით - იდეიდან დასრულებულ ნამუშევრამდე. ვორქშოფის თემა - "თეთრი ქრონოტოპი" უზომვად დროსა და სივრცეში ასახული აზრობრივი და ემოციური დატვირთვის მატარებელი დასრულებული სახე/ფორმებია. სტუდენტები და ტიუტორები ჩართულნი იყვნენ საერთო აქტიურ შემოქმედებით პროცესში: ფორმათწარმოქმნის პრინციპების გათვალისწინებით ააგეს არატრადიციული კონსტრუქციები/მინი ობიექტები, კოლაჟის ტექნიკით შექმნეს მხატვრული ნამუშევრები; ქსოვილის ზედაპირის დამუშავების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინტერპრეტაციებით შექმნეს ასოციაციური მნიშვნელობების სივრცითი ფორმა/ობიექტები.

ინტენსიური პრაქტიკული სწავლება დასრულდა შემაჯამებელი ერთობლივი ექსპოზიციით, რომელმაც ერთ სივრცობრივ კომპოზიციაში, სხვადასხვა მედიებში შექმნილი სხვადასხვა მიმართულებისა და ჟანრის ნამუშევრები გააერთიანაшаблоны для dle 11.2