GEO / ENG
News
რუსთავის პარკში მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გაიხსნა

23 დღის განმავლობაში 9 სკულპტურული ნამუშევარი შეიქმნება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ცხრავე ნამუშევარი რუსთავის ქუჩებში განთავსდება, გამოიცემა კატალოგიც. სიმპოზიუმის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის. თსს აკადემიის ქანდაკების მიმართულების 8 სტუდენტი დახმარებას გაუწევს სიმპოზიუმის მონაწილე უცხოელ და ქართველ მოქანდაკეებს სკულპტურული ნამუშევრების შექმნაში.

Gallery