GEO / ENG
Exhibitions
ერთდღიანი სტუდენტური აქცია-პერფორმანსი "Сurriculum vitæ”

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მაგისტრანტების: მარიამ შაქარიშვილი, ბექა საყვარელიძე , ჯულია სანიკიძის ერთდღიანი აქციის„ Сurriculum vitæ,” განხორციელების მოტივაციად სასწავლო პროცესთან მიმართებაში დაგროვილი კრეატიული პროცესების წარმოჩენა იქცა. არტისტული ცხოვრების ერთი დღის აღწერა- გარკვეული მონახაზის, საკმაოდ კარგად გააზრებული კონცეფციის სახით ვლინდება. შერეული ტექნიკით შესრულებული ინსტალაცია პერფომირების ნიშნებით, აქციაში მონაწილე თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური თავისებურების გამოვლენისა და საკუთარი თავის, როგორც შემოქმედის ძიების პროცესს ხატოვნად ასახავს. ვიმედოვნებთ რომ ეს დღე, თითოეული მათგანისთვის პოროფესიული აქტივობის საუკეთესო ნიშნული გახდება.