GEO / ENG
Exhibitions
ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით - ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის...".

2017 წლის 30 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით - ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის...".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის (1970-1997) 60 გრაფიკული ნამუშევარი და 20 ქანდაკება, რომელთა მხატვრულ სტილს აერთიანებს სივრცისა და დროის აღქმის გამორჩეული განცდა.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8