GEO / ENG
Announcements
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ აკადემიის მიერ წინასწარ ორგანიზებულ ხატვის საკონსულტაციო ტურში, რომლის პირობებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული შემოქმედებითი კონკურსის (ხატვის გამოცდის) პირობებთან. აღნიშნული ტურები უკვე ორჯერ გაიმართა, აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ კიდე ერთი დამატებითი ტურის ორგანიზება. 5 საათიანი მუშაობის დასრულების შემდეგ აბიტურეინეტებს კონსულტაციას გაუწევენ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები.

 

ხატვის საკონსულტაციო ტურში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2014 წლის 2 მაისამდე 10.00სთ-დან 17.00 სთ-მდე აკადემიის ცხელ ხაზზე: 2 93 68 89.

 

საკონსულტაციო ტურის გამართვა იგეგმება 3 მაისს 11 საათზე. გთხოვთ, თან იქონიოთ დაფები და სხვა საჭირო მასალა. ფორმატები დარიგდება ჩვენს მიერ უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ.