GEO / ENG
Announcements
ვაკანსია

კომპანიის სტრატეგიული ხედვა თანამშრომლებთან მიმართებაში არის - საუკეთესი სამუშაო ადგილი კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლებისთვის. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კომპანიაში დანერგილია შეფასების სისტემა, კარიერული განვითარების სისტემა და წარმატებული თანამშრომლების წახალისების სხვადასხვა მექანიზმები. მენეჯერული პოზიციების დაკომპლექტებისას ხდება შიდა შერჩევის გამოყენება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეების რაოდენობა ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მინიმუმ 3 სამუშაო დღე კვირაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროში;
ინტერიერის დიზაიის უახლესი მიდგომების ცოდნა;
დიზაინერად მუშაობის გამოცდილება სასურველია;
ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel ) ცოდნა სავალდებულოა;
ინტერიერის დიზაინის პროექტების შესრულებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - 3D Max, ArchiCAD, Illustrator, Photoshop სავალდებულოა.
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:
დარბაზის სივრცისა და სარეალიზაციო აქსესუარების განლაგების დაგეგმვა;
ინტერიერის დიზაინის პროექტების მომზადება მომხმარელის ინდივიდუალური დაკვეთის შესაბამისად;
მომხმარებლის კონსულტირება.

საჭირო უნარჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, კრეატიული.
გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
სიახლეების სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან და
თქვენს მიერ მომზადებულ ინტერიერის 2 პროექტთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
vacancy@icr.ge 19 მაისამდე.

Ltd International Corporation ICR
12 km., D. Agmashenebeli Alley 0131 Tbilisi, Georgia
Tel.: +(995 032)2534 000 Ext.:140
Mob.:+(995 599)037060; +(995 577)777351
E-mail: mkvantrishvili@icr.ge