GEO / ENG
Announcements
თსსა აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

• აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციამდე გადაიხადოს შემოქმედებითი კონკურსის საფასური 20 ლარი.


• გთხოვთ, თანხის გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ:


გამოცდის საფასური
აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქეებისათვის) ან პასპორტის ნომერი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის)
თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:
ა(ა)იპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საიდ. კოდი: 203851545
ს.ს. "თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE84 TB49 8063 4080 1000 01

 

• (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის
ფაკულტეტის პროგრამებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტები არ გადიან შემოქმედებით კონკურსს, შესაბამისად არ იხდიან კონკურსის საფასურს).
• რეგისტრაციის გავლის შემდეგ თსსა საგამოცდო ოფისი შეამოწმებს შემოქმედებითი კონკურსის საფასურის გადახდის ფაქტს. ის აბიტურიენტები, ვისაც არ ექნება თანხა გადახდილი არ დაიშვებიან შემოქმედებით კონკურსზე, რის შესახებაც მიიღებს გაფრთხილებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
• 10 ივნისს თსსა ვებ. გვერდზე გამოქვეყნდება ელექტრონული (ავტომატური) კენჭისყრით დადგენილი აბიტურიენტთა სიები შემოქმედებითი კონკურსის კონკრეტული თარიღის და დროის მითითებით.
შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდება სამ ნაკადად 2014 წლის 17, 18 და 19 ივნისს სამხატვრო აკადემიის მაღლივ კორპუსში, მისამართი: ზუბალაშვილების ქ. N 47.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
ტელ- 293 68 89;