GEO / ENG
Announcements
ფ. ჰესლერის (შვეიცარელი ბიზნესმენი) ხელოვნების ფონდის გამოფენა-კონკურსი


სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრანტთა მხარდაჭერის და ფინანსური წახალისების მიზნით პიერ ფ. ჰესლერის (შვეიცარელი ბიზნესმენი) ხელოვნების ფონდი მართავს გამოფენა-კონკურსს, სადაც გამოვლინდება სავარაუდოდ სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

გამოფენა-კონკურსი იმართება მეოთხე წელია, მას აქვს სისტემატიური ხასიათი.ფონდი ასევე ყოველწლიურად ამარაგებს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტებს სახატავი მასალებით: საღებავებით, ფუნჯებითა და სახატავი ტილოებით.

გამოფენა-კონკურსი, გაიმართება 27 მაისს ადმინისტრაციის შენობის საგამოფენო დარბაზში პირველ საათზე.