GEO / ENG
Announcements
აკადემიის რექტორის არჩევნები

დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა რექტორის არჩევნები, სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 8 ხმა 2 ის წინააღმდეგ. სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩეულ იქნა, ცნობილი ქართველი მხატვარი ბატონი გია გუგუშვილი.
გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ბატონი გია არჩეულ იქნა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით.

 

დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას სტუდენტთა პროტესტის შესახებ. თბილისის სახლემწიფო სამხატვრო აკადემია თხოვნით მიმართავს ყველა მედიასაშუალებას, რათა ობიექტურად მოხდეს აღნიშნული პროცესების გაშუქება. ამასთანავე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამხატვრო აკადემია გამოხატავს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე.

 

ნათია პავლიაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

 

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია