GEO / ENG
Announcements
უცხოელ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

გაცნობებთ, რომ ამა წლის 24 თებერვალს ცვლილებები შევიდა კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“- რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა დაკავება, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება და ქვეყნიდან გაძევება.
გთხოვთ, 1 ივლისამდე მიმართოთ სახელმწიფო ორგანოებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად, კერძოდ უცხოელებმა, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეთ 2014 წლის 17 მარტამდე, მიმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზის მისაღებად, ხოლო 2014 წლის 17 მარტის შემდგომ საქართველოში შემოსულებმა მიმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროებითი ბინადრობის მოწმობის მისაღებად.