GEO / ENG
Announcements
გია გუგუშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

23 აპრილს, 15 საათზე, თსს აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში, რექტორი გია გუგუშვილი ყველა მსურველისთვის გამართავს შეხვედრას მისი გამოფენის “დიალოგი“ს შესახებ. ეს არის ინტერაქტივი სტუდენტებთან, როგორც შეგირდისა და ოსტატის ურთიერთობა. ეს არის რექტორის ერთგვარი ანგარიში სტუდენტებისა და საზოგადოების წინაშე. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ახალი და ძველი ნამუშევრები.