GEO / ENG
Announcements
„საუბრები ხელოვნებაზე“

12 ნოემბერს, 19.00 მწერალთა სახლი ციკლიდან „საუბრები ხელოვნებაზე“ გეპატიჟებათ ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილთან შეხვედრაზე.

საუბრის თემაა „ხელოვანის თავისუფლება“


დიმიტრი თუმანიშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელოვნებათმცოდნე, პედაგოგი და მკვლევარია. რამდენიმე წლის წინ გამოიცა მისი კრებული „გზაჯვარედინეზე“.


“ეს არ არის არქივში ჩაკეტილი მკვლევარი, მისი საქმიანობა ყოველთვის მომავლის მატარებელია, რომელიც ცდილობს, ხიდი გადოს წარსულსა და მომავალს შორის. ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ის ხიდი, რომელიც გაქრა 70 წლიან წყვეტაში. საჭიროა, დავძლიოთ და ცოცხალი ძარღვი მოვძებნოთ იმ სათავეში, რაც არასდროს დაიშრიტება.მიტო თუმანიშვილი წარმოადგენს კვინტესენციას იმ დიდი სკოლისას, რაც გიორგი ჩუბინაშვილმა შექმნა ქართული ხელოვნებათმცოდნეობის სახით. ეს ადამიანი იყო და დარჩება მარადიული ფასეულობების დამამკვიდრებელი, ხოლო ის რაც მარადიულია, ყოველთვის ახალგაზრდაა...” გია ბუღაძე


გთხოვთ, გვეწვიოთ