GEO / ENG
Announcements
აბიტურიენტების საყურადღებოდ! ხატვის საკონსულტაციო ტურის შესახებ!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ აკადემიის  ხატვის საკონსულტაციო ტურში, რომლის პირობებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული შემოქმედებითი კონკურსის (ხატვის გამოცდის) პირობებთან. 5 საათიანი მუშაობის დასრულების შემდეგ აბიტურეინეტებს კონსულტაციას გაუწევენ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები.

საკონსულტაციო ტურისთვის რეგისტრაცია დაიწყება 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით თსსა-ს ცხელი ხაზის მეშვეობით 2-93-68-89 10:00- დან 16:00-მდე.

საკონსულტაციო ტურში მონაწილეობა უფასოა!