GEO / ENG
Announcements
ღია კარის დღე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2014 წლის 25 იანვარს, შაბათს, 12.00 საათზე აწყობს ღია კარის დღეს სახვითი ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურის, მედიახელოვნების და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტების აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისათვის. მოგაწოდებთ ინფორმაციას შემოქმედებითი ტურის, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მომხდარი ცვლილებების (არჩევით საგნად „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ დამატება, უნარების გამოცდის მინიმალური კოეფიციენტის გაზრდა), სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის თაობაზე და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესის შესახებ.



თქვენ საშუალება გექნებათ შეხვდეთ თსსა ყველა ფაკულტეტის დეკანს, დაუსვათ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, გაიაროთ კონსულტაცია მომავალი სპეციალობის სწორად არჩევის მიზნით.
ღია კარის დღე ჩატარდება თსსა საგამოფენო დარბაზში, მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა N 22.

 

თსსა ადმინისტრაცია