GEO / ENG
Announcements
პირველკურსელთა საყურადღებოდ!

სამხატვრო აკადემიაში სწავლა იწყება 3 ოქტომბერს 10 საათზე, ზუბალაშვილების ქ.#49-ში.
ფაკულტეტების მიხედვით პირველი კურსის სტუდენტები გადანაწილდებიან შემდეგნაირად:
* სახვითი ფაკულტეტი მე-6-ე სართული.
*დიზაინის ფაკულტეტი 3 სართ. ოთახი 306.
*რესტავრაცია, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, 3სართ. ოთახი 306.
*მედიახელოვნების ფაკულტეტი 4სართ. ოთახი 408.
*არქიტექტურის ფაკულტეტი 7სართ. ოთახი 708.

პროგრამა:
10:00- რექტორისა და დეკანების შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან.
13:00- აკადემიის ყიფშიძის ქუჩის კორპუსში(ყიფშიძის 34), სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება. 12:00 საათიდან აკადემიის ავტობუსები დაელოდებიან სტუდენტებს რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარების ადგილზე გადასაყვანად.

ღონისძიებაზე მოწველია ამერიკული ბენდი,ასევე იქნება ბენდი "Manuscript". სოლო მომღერლები: გიგი ადამაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ნოე გაბაშვილი. 
მთელი ღონისძიების მანძილზე გათამაშდება პრიზები, 
ღონისძიებას გაუძღვება წამყვანი, რომელიც შემოგთავაზებთ არაეთ გასართობ აქტივობებს.
საღამოს დაუკრავს DJ George Insane.
ღამით დაგეგმილია ფეიერვერკი და ფრანების შოუ.


https://www.facebook.com/events/1773361416278976/

 

ასევე პირველკურსელებისთვის დაგეგმილია უფასო ექსკურსიები 5,6 და 7 ოქტომბერს. ექსკურსიაზე დასარეგისტრირებლად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფაკულტეტებს.

განრიგი:
5 ოქტომბერი:ქართლის სამეფოს გვიანრომაული ხანის ( ახ. წ. I - IV სს.) ურბანული ძეგლები. ძალისის ნაქალაქარი - სამთავროს სამაროვანი - არმაზციხე - ბაგინეთი (ახ. წ. I - V სს.)
6 ოქტომბერი: ვანათი - აკვანება - აკაურთა - ბოლნისის სიონი - წუღრუღაშენი - ქვეშის ციხე. აუცილებლად ბოლნისის მუზეუმი; 
7 ოქტომბერი: დიდი მცხეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ჯვარი - სვეტიცხოველი - სამთავრო; წილკნის ხუროთმოძღვრული ძეგლები.

სამხატვრო აკადემია გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს.