არასამთავრობო ორგანიზაცია - ”სამოქალაქო სახლი” (Civic House) აცხადებს კონკურსს ლოგოს დიზაინზე. (ასოციაციის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესისადმი საქართველოს მოსახლეობის ადაპტირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი კულტურულ-საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული საქმიანობის განხორციელება. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა)
კონკურსის პირობები:
1. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ ლოგოს ნიმუშები JPG ფორმატში;
2. ლოგოს ფერებში და კრეატიულობაში შეზღუდვები არ არის;
3. კონკურსზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 28 თებერვალი
4. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება განაცხადების მიღების დასრულებიდან სამ დღეში;
5. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებულ კანდიდატს;
6. აუცილებელი პირობაა, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა JPG ვერსიასთან ერთად უნდა მოგვაწოდოს ლოგოსვექტორული ვარიანტიც (გამარჯვებული კანდიდატისგან შესაძლებელია მოვითხოვოთ მისი შესრულებული ლოგოს მცირედი კორექტირება);
7. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს 150 ლარს.
