GEO / ENG
Announcements
ღია კარის დღე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2014 წლის 6 მარტს 14.00 საათზე აწყობს ღია კარის დღეს აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისათვის.


თქვენ საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ თსსა სახვითი ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურის, მედიახელოვნების და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტების შემოქმედებითი სახელოსნოები და ლაბორატორიები, გაეცნოთ ჩვენი სტუდენტების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს, შეხვდეთ დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს და სტუდენტებს, დაუსვათ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, გაიაროთ კონსულტაცია მომავალი სპეციალობის სწორად არჩევის მიზნით.


თსსა ადმინისტრაცია მოგაწოდებთ ინფორმაციას შემოქმედებითი ტურის, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მომხდარი ცვლილებების - არჩევით საგნად „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ დამატების და ამ საგანში მოსამზადებელი კურსების, აგრეთვე, სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის თაობაზე და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესის შესახებ.


ღია კარის დღე ჩატარდება თსსა საგამოფენო დარბაზში, მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა N 22.

 

თსსა ადმინისტრაცია