ხელოვნებათმცოდნეობის და რესტავრაციის პროგრამების (სპეციალობების) აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
იჩქარეთ, გაეცანით სიახლეებს და გააგებინეთ თქვენს მეგობრებს!
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2014 წლის 12 მარტს 14.00 საათზე აწყობს ღია კარის დღეს იმ აბიტურიენტებისათვის, ვინც აპირებს ჩააბაროს თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და მიიღოთ ინფორმაცია საზოგადოდ ფაკულტეტის და იმ სასწავლო პროგრამების შესახებ, რომლებიც აქ ხორციელდება; დაათვალიეროთ სარესტავრაციო სახელოსნოები და ლაბორატორიები.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მოგაწოდებთ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებში მომხდარი ცვლილების - არჩევით საგნად „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ დამატებისა და ამ საგანში აკადემიაში გახსნილი მოსამზადებელი კურსების შესახებ, რომელსაც რესტავრაციისა, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები გაუძღვებიან.
ღია კარის დღე ჩატარდება თსსა საგამოფენო დარბაზში, მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა N 22.
