GEO / ENG
Announcements
მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის!

სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს 14 მარტს, 13.00 საათზე ვიწვევთ აკადემიის საგამოფენო  დარბაზში (მის.: გრიბოედოვის ქ. N22) საინფორმაციო შეხვედრაზე. გაგაცნობთ ახალ სამაგისტრო პროგრამებს, მოგაწვდით ინფორმაციას ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ტესტების შესახებ. საშუალება გექნებათ შეკითხვები დაუსვათ პროგრამების ხელმძღვანელებს და მიიღოთ კონსულტაცია პროგრამის სწორად არჩევის მიზნით.