GEO / ENG
Announcements
სიახლე აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2014 წლის 21 მარტს 14.00 საათზე აწყობს ღია კარის დღეს აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისათვის.

 

თქვენ საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ აკადემიის მიერ წინასწარ ორგანიზებულ ხატვის საკონსულტაციო ტურში, რომლის პირობებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული შემოქმედებითი კონკურსის (ხატვის გამოცდის) პირობებთან. ხატვის ტურის დასრულების შემდეგ კონსულტაციას გაგიწევენ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები. ღია კარის დღეზე გაგაცნობთ ხატვის ტურის ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის პროცედურას.
ღია კარის დღე ჩატარდება თსსა საგამოფენო დარბაზში, მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა N 22.